სტიპენდიები მწერალთა სახლში 

17 მარ 2026

ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული კონკურსები გამოცხადდა. პოეზიაში ზურაბ გორგილაძის სახელობის სტიპენდიისა და პროზა-ესეისტიკა-პუბლიცისტიკაში ფრიდონ ხალვაშის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებმა სამი ნაწარმოები უნდა წარადგინონ.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღება 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. მათ ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს. 

გამარჯვებულების დაჯილდოება მაისში გაიმართება. ისინი  ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ 375 ლარის ოდენობით.

კონკურსები აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით წელს მესამედ ტარდება.