ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა გასტროლისთვის ემზადება

17 მარ 2026

ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალი 21 მარტს კონცერტით გაიხსნება, რომელშიც ბათუმის კაპელა სხვა საგუნდო კოლექტივებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება. მსმენელი ჯუზეპე ვერდის “რეკვიემს“ მოისმენს.

ფესტივალის მიზანი ქართული საგუნდო მუსიკის განვითარება და საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, ასევე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედების პოპულარიზაციაა.