17 მარ 2026
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ლიკვიდირებულია ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი. ისრაელის არმია ირწმუნება, რომ გასული ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლულია ასევე ბასიჯის ჯარების მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი.
ირანის მხრიდან ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ლარიჯანი წლების განმავლობაში ირანულ იერარქიაში პოლიტიკური ფიგურა იყო, წარსულში იგი ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ასევე იყო ირანის პარლამენტის სპიკერიც.