ირანის სამხედრო პრესსპიკერი ტრამპს მიმართავს

17 მარ 2026

ირანის სამხედრო პრესსპიკერის განცხადებით,  ირანის ძალებმა „მტრის საჰაერო თავდაცვას“ სერიოზული ზიანი მიაყენა. მისივე თქმით, მოწინააღმდეგე უკვე „უფსკრულის პირასაა“.  

განხორციელებული დარტყმები  ხამენეის და ირანელი ხალხის „გარკვეულ ნებას“ ასახავდა - აცხადებს პრესსპიკერი, რომელმაც დონალდ ტრამპს ინგლისურ ენაზე მიმართა და უთხრა, რომ ომის საბოლოო შედეგი „ტვიტებით არ განისაზღვრება“, არამედ მხოლოდ ბრძოლის ველზე, სადაც ამერიკული ძალები „მიახლოებასაც ვერ ბედავენ“.