კაია კალასის ინტერვიუ

17 მარ 2026

ევროკავშირმა შეერთებული შტატების არაპროგნოზირებადობის გათვალისწინება   დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო - განაცხადა კაია კალასმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვესმის მათი ბოლოდროინდელი ნაბიჯები“, - განაცხადა მან როიტერთან ინტერვიუში.

კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი რა თქმა უნდა, არის ამერიკის მოკავშირე, თუმცა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ბრიუსელთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა და ევროკავშირმა არ იცის რეალურად  რა არის ამ ომის მიზნები.

რაც შეეხება ჰორმუზის სტუტის უსაფრთხოების დაცვას, კალასი  აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ სურვილი რაიმე სახით ჩაერთონ ამ კონფლიქტში. კალასის თქმით,  საჭიროა  დიპლომატიური გზების გამოძებნა, რათა სრუტე ღია დარჩეს და მსოფლიოში არ შეიქმნას  საკვების, სასუქების და  ენერგეტიკული კრიზისი.