26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი ანბანის კოშკთან

26 მაი 2017

26 მაისისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გუშინ გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდა. მანამდე სპეციალურად მოწყობილი სცენა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე არა ერთ ცნობილ მომღერალს დაეთმო.

მოწვეულნი იყვნენ, როგორც ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე ბენდები და ჯგუფები. გალა-კონცერტი ბათუმის მერიის კულტურული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, რისთვისაც 74 ათასი ლარი დაიხარჯა.