17 მარ 2026
აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში ასობით პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მონაწილეობდა. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცავები ადგილზე დაახლოებით ღამის სამ საათზე მივიდნენ. ერთ-ერთ დაკავებულს ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავებიან.
სპეცოპერაციისას დაშავდა ერთ-ერთი დაკავებულის დედა. კლინიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღესვე ბინაზე გაეწერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი უნდა ჩაინიშნოს.