"შეეხე ისტორიას"

19 ოქტ 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი „შეეხე ისტორიას“ გაიმართა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 80-მდე ახალგაზრდა  მონაწილეობდა. ფორუმი სიმულაციურ არქეოლოგიურ გათხრებსა და თემატურ სწავლებებს მოიცავდა. მოეწყო ფოტოკონკურსის „ამბის გზავნილის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.