რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ''ლელოს'' ინიციატივაზე

16 მარ 2026

ქვეყნის პირველი კანონმდებელი, შალვა პაპუაშვილი "ლელოს" შეთავაზებაზასთან დაკავშირებით აცხადებს რომ, ოპოზიციის ამ ფლანგთან "ქართულ ოცნებას" სასაუბრო არაფერი აქვს და მათ საკონსტიტუციო სასამართლოსკენ ამისამართებს.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას მალევე მოყვა პასუხი "ლელოს" ლიდერებისგან. თუ აქამდე "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების სურვილი ჰქონდათ, ახლა მმართველ გუნდს ჰააგის ტრიბუნალით ემუქრებიან.

კონსტიტუციის დამრღვევი და კრახისთვის განწირული "ლელო", ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების შეთავაზებას და მათ, გარედან მართულ ძალად მოიხსენიებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარტია "ლელო" სხვა ოპოზიციისგან არაფრით გამოირჩევა და ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან აფილირებულები.

მმართველი გუნდის გარდა "ლელოს" ერთ დროს მისივე თანამოაზრე ოპოზიციური პარტიებიც აკრიტიკებენ. ისინი გავრცელებულ განცხადებაში ბევრ კითხვის ნიშანს ხედავენ და მმართველ გუნდთან პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.