ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის წევრების მიმართვა

16 მარ 2026

ავტოიმპორტიორებმა ავტომობილების იმპორტის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, რომელზეც  მთავრობის ინიციატივის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს. ავტოიმპორტიორთა  ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ქვეყანაში ავტომობილების შემოყვანას მნიშვნელოვნად გააძვირებს, რაც უარყოფითად აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე სახელმწიფო ბიუჯეტზე.   

ასოციაცია პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართავს. მათი მოთხოვნაა, გადაიხედოს 6-წლიანი ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდოს 10 წლამდე. 

ასევე, 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი განისაზღვროს 1.5 ლარით ძრავის თითო კუბურ სანტიმეტრზე.  ცნობისთვის, 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმებოდა, რაც მთავრობამ 12 თებერვალს დააანონსა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, აკრძალვა აქციზის გადასახადის გაზრდით შეიცვალა.