ერთჯერადი მატერიალური დახმარება ვეტერანებს

18 ოქტ 2025

აფხაზეთიდან დევნილ I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ. გადაწყვეტილება  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. სიახლე მთავრობის თავმჯდომარემ, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან შეხვედრისას გააჟღერა.