15 მარ 2026
ინგლისურ სპორტინგში შიდა დახურული შეჯიბრი გაიმართა. ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატში 30 მსროლელი მონაწილეობდა. შეჯიბრი აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია ,,მაჭახელას” ორგანიზებით (CPSA-ს მიერ აღიარებული) ინგლისური სპორტინგის წესების შესაბამისად ჩატარდა. გამარჯვებულები მედლებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.