კოალიცია „ძლიერი საქართველომ" ლიდერების თათბირი გამართა

15 მარ 2026

კოალიცია „ძლიერი საქართველომ" ლიდერების თათბირი გამართა, სადაც პოლიტიკური სტრატეგიისა და ბრძოლის გაგრძელების გზები განიხილეს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ პარტიების საკითხზეც. მისივე თქმით, განხილვის დროს დასახელდა ალეკო ელისაშვილის, ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის საქმეებიც.