14 მარ 2026
2026 წლის 9-10 მაისს ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს კარატისტთა ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ვარჯიშს დაესწრო. ნაკრებებმა საწვრთნელი მოსამზადებელი შეკრების პირველი ეტაპი თბილისში გამართეს. საქართველოს ნაკრები შემდეგ მოსამზადებელ შეკრებას ყაზახეთში, ხოლო წინასაშეჯიბრო მზადების დასკვნით ეტაპს ბათუმში გაივლის. ცნობისთვის, საქართველოში კარატეს ევროპის ჩემპიონატი მესამედ ტარდება. ჩემპიონატს 2016 და 2021 წლებში თბილისმა უმასპინძლა.