ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი გაიხსნა.

14 მარ 2026

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი გაიხსნა. ხელვაჩაურის მოსახლეობას ამიერიდან სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი მაღალი სტანდარტით შეეძლება. იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს. აჭარის რეგიონს ამჟამად იუსტიციის სახლის 9 ფილიალი ემსახურება:  სამომავლოს საქართველოში კიდე 4 იუსტიციის სახლის გახსნაა დაგეგმილი.