საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

25 მაი 2017

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ბათუმმა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრება 5 სხვადასხვა წონით კატეგორიაში იმართება, რომელშიც სამასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრების მეორე დღე ხვალ 11 საათზე დაწყება. გამარჯვებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.