13 მარ 2026
''ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან" - ასე ჰქვია მონოგრაფიას, რომელშიც შესულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ინიციატივით ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე სხვადასხვა დროს წარდგენილი მოხსენებები.
წიგნში საუბარია ბათუმის თვითმმართველობის კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე ბათუმის საბირჟო საზოგადოების საქმიანობასა და საკონსულოებზე.
მონოგრფია ორწლიანი კვლევითი პროექტის შედეგია, რომელზეც ისტორიის დოქტორი მერაბ მეგრელიშვილი და საჯარო სამართლის დოქტორანტი ნიკოლოზ მეგრელიშვილი მუშაობდნენ.
მონოგრაფიის პრეზენტაცია დღეს ბსუ-ში გაიმართა.