„ფაინენშელ თაიმსი“ - ნავთობის ფასების ზრდით, რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს

13 მარ 2026

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით ნავთობის ფასების ზრდით, რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს.

გამოცემის ცნობით, ირანში ომის დაწყებიდან სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებლებმა ენერგეტიკული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს, რუსეთი კი პირიქით, ამით სარგებლობს. 

გამოცემა წერს, რომ რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან იზრდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა უწყობს ხელს.