13 მარ 2026
დუბაიში აფეთქებების ხმა ისმოდა. დუბაის მთავრობის მედია ოფისის ცნობით, დილას მოგერიებული თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა დააზიანა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკვე შეძლეს ათობით დრონის მოგერიება, რომელთაგან ბევრის სამიზნე ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილები იყო.