13 მარ 2026
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. უწყების ცნობით, თავდასხმების სამიზნე ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით თვითმფრინავმა სამიზნეების თავზე უამრავი ბომბი ჩამოაგდო.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-მა ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყა. მათ შორის იყო დაახლოებით 60 გემი და 30 ხომალდი, რომლებიც, დააზიანეს ან გაანადგურეს.