ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

13 მარ 2026

ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. არაბულ ქალაქ ზარზირში სარაკეტო შეტევისას დაზიანდა რამდენიმე შენობა და გაჩნდა ხანძარი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ზარზირში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებენ.

შიდა ფრონტის სარდლობა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.