13 მარ 2026
აშშ-მა სანქცირებული რუსული ნავთობის შეძენაზე შეზღუდვები 11 აპრილამდე მოხსნა. სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ქვეყნებს უფლება აქვთ შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.
მინისტრის თქმით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ნავთობის ფასების დროებითი ზრდა დიდხანს არ გაგრძელდება და გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს აშშ-სა და მის ეკონომიკას.