ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს რჩეულთა შორისაა

13 მარ 2026

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტეული უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა შემტევმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მერვედფინალის პირველ მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაში. კვარაცხელიას მოედანზე შესვლის დროს ანგარიში 2:2 იყო. 74-ე წუთზე მისი გადაცემით ვიტინიამ პარიზელები წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე და 90-ე წუთებზე ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. 

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია – მის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.