„სამგურალი“ 1:1 „დინამო'' ბათუმი

13 მარ 2026

ეროვნული ლიგის მორიგ ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. „დინამო“ 27-ე წუთზე ცენტრალური მცველის, ლუკა ქაფიანიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა.

მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე ველისოლის ზუსტი დარტყმით შეძლეს. 

„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში სამი შეხვედრა ჩაატარა და 5 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ 2 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება.