13 მარ 2026
ლოს ანჯელესში გამართულ პარატაეკვონდოს საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა, ანა ჯაფარიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მეოთხედფინალში ჯაფარიძემ ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ სპორტსმენს სძლია.
ფინალში ჯაფარიძე მექსიკელ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედლის და ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.