13 მარ 2026
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო "ორლანდო მეჯიქმა", გოგა ბითაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და 136:131 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მხოლოდ ოთხი წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველის მონაგარი მხოლოდ 2 მოხსნა იყო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 37 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 15 მარტს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.