12 მარ 2026
რამდენიმე საათს გაგრძელდა გივი თარგამაძის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებას მასთან კითხვები ირანთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე ჰქონდა.
უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, თარგამაძემ მედიასთან განაცხადა, კითხვების ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში, მისი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას.
თარგამაძე ირწმუნება,რომ ყველა ინფორმაცია ღია წყაროებიდან აქვს და საჭიროა შესაბამისი მუშაობა ამ ფაქტებზე, რომ ეს არ გაგრძელდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ამავე საქმეზე მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე. სუს-ში იმყოფებოდნენ ვახტანგ კაპანაძე და გია ხუხაშვილიც.