დებატები ევროპარლამენტში

12 მარ 2026

ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი” - ეს განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში, სადაც „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური  პატიმრების  შესახებ“  დებატები გაიმართა.

ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ  განაცხადა რომ  საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ  თავისუფლებებს. ევროპარლამენტარების ნაწილმა მიზნობრივი სანქციების აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი კი მიიჩნევს რომ ქართულ ოცნებას აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდები უნდა შეწყდეს.