12 მარ 2026
ერგეში 33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულ თამაზ შარაძეს 5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტახნის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, ის მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო და დადასტურდა, რომ ბრალდებული მომხდარი მკვლელობოს შესახებ ინფორმაციას ფლობდა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოკლულის ოჯახის წევრები და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ გამოძიება არაობიექტურად წარიმართა. მან სასამართლოზე ასევე თქვა, რომ დაკავების შემდეგ მასზე აჭარის პოლიციაში იძალადეს და ბრალის აღიარება მოსთხოვეს. მისივე მტკიცებით, ლაითურის სასჯელაღდრულების დაწესებულებაში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
განაჩენს გაასაჩივრებს დაცვის მხარე.
33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცებმა გოგი ბარამიძე 4 მარტს უკვე გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.