შეჯიბრება სამთო-სათხილამურო სპორტში

12 მარ 2026

კურორტ გოდერძიზე სამთო სათხილამურო სპორტში - სლალომში მუნიციპალური პირველობა გაიმართა. ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში, გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა, რომელშიც  50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

 საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო. ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

ტურნირი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.