ბეირუთის სანაპირო ზოლზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

12 მარ 2026

რვა ადამიანი დაიღუპა ბეირუთის რამლეტ ალ-ბაიდას სანაპირო ზოლზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად - განცხადებას  ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საჰაერო იერიშის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა შენობა და დაზიანდა ავტომობილი.

ისრაელმა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ შეტევა დაიწყო  მას შემდეგ, რაც დაჯგუფების  წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელს  ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის შურისძიების მიზნით.

ლიბანის ხელისუფლების მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად ლიბანში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილდა.