12 მარ 2026
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სამი გამანადგურებლის მიერ ირანის სამიზნეებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ირანი ყოველდღიურად კარგავს საჰაერო შესაძლებლობებს. ვიდეო სარდლობის X ანგარიშზე გამოქვეყნდა.
თანდართულ ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ძალები არა მხოლოდ თავს იცავს ირანის საფრთხეებისგან, არამედ მეთოდურად ანადგურებს მას.