ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა

12 მარ 2026

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანში მიმდინარეობდა. 

გამარჯვებულად ჩაითვლება მოსწავლე, რომელიც ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის მოხვდება. გამარჯვებულები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ასევე, ისინი საქართველოს ნაკრები გუნდების სახელით მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად 3 ეტაპად ტარდება.