"ხალხის ძალის" წევრები რეგიონების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ

12 მარ 2026

პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" წევრები რეგიონების საკრებულოებში "ხალხის ძალის" ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ამჯერად შეხვედრები დუშეთის, თიანეთის და მცხეთის საკრებულოების წევრებთან გაიმართა. 

პოლიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და არსებულ ვითარებაში "ხალხის ძალის" ხედვებსა და შემდგომ ნაბიჯებს.