„ჩელსისთან“ გამარჯვების მთავარი ფაქტორი - ხვიჩა კვარაცხელია

12 მარ 2026

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ჩელსის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, საგოლე პასიც მიითვალა და მეტოქის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მერვედფინალის პირველი თამაში დაძაბული გამოდგა.

პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ინგლისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. 74-ე წუთზე მისი პასით ვიტინიამ გაიტანა. 86-ე და 90+3-ე წუთებზე კი ხვიჩამ დუბლი შეასრულა. მას ლიგაზე 10 შეხვედრაში 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.  

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ლონდონში 17 მარტს გაიმართება.