სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა „ნიუ ორლეანთან“

12 მარ 2026

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“ გამართა და 111:122 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 9 ქულა, 5 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება იყო. 

მამუკელაშვილმა ორი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო. მამუკელაშვილის „ტორონტო“ 36 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.