გიორგი ცხოვრებაძის კარგი მატჩი ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე

12 მარ 2026

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში „ზაგრებმა“ ბოლო ტურის მატჩი დანიაში „გუდმესთან“ გამართა. ხორვატული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ცხოვრებაძემ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

დსაქართველოს ნაკრების ლიდერმა დანიელებს 10 გოლი გაუტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ორივე გუნდის შემდგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ამის მიუხედავად, „ზაგრები“ 28:33 დამარცხდა. 

ქართველმა ლეგიონერმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 14 ტურში 46 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.  „ზაგრებმა“ ტურნირზე გამოსვლა 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.