დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში - ვატო შაქარიშვილი

12 მარ 2026

დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა(მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება, ეს დიდი ხანია უკვე ნათელია და აღარ არის საკმარისი უბრალოდ ამაზე საუბარი და მხილება!

"საინტერესოა ამ ყველაფრის შემყურე, რას ეფუძნება ხელისუფლების მოლოდინი, რომ ევროკავშირში რაიმე გაჯანსაღდება…?! პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ხრწნა შეუქცევადია და ამ პროცესისგან ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება უფრო შორს უნდა დარჩეს"- წერს ვატო შაქარაშვილი.