იაპონური კულტურის საღამო

11 მარ 2026

იაპონური კულტურის საღამო გაიმართა დღეს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონური კულტურის სხვადასხვა მიმართულებას გასცნობოდნენ, მათ შორისაა ორიგამი, იაპონური კალიგრაფია, მუსიკა. 

დღეს ღონისძიების ფარგლებში გამოფენაც გაიხსნა რომელიც ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

იაპონური კულტურის საღამო თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმის  მხარდაჭერით გაიმართა.

ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანი საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული დიალოგისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა.