სარაკეტო თავდასხმა ბრიანსკის ოლქზე

11 მარ 2026

რუსეთის ბრიანსკის ოლქზე უკრაინის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 37 დაშავდა. რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი მის Telegram არხზე კრასნოარმეისკაიას ქუჩაზე თავდასხმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.10 მარტს ბრიანსკზე განხორციელებული თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანული ორი Storm Shadow-ს ტიპის  რაკეტა ჩამოაგდეს.

მანამდე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ  Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენა რუსეთის ქალაქ ბრიანსკში რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ მთავარ ქარხანაზე თავდასხმისთვის.