11 მარ 2026
დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხშაბათს ორი დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა - ნათქვამია დუბაის მედია ოფისის განცხადებაში.
ირანის ომის მე-12 დღესაც სპარსეთის ყურის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გრძელდება, რაც გლობალური საჰაერო მიმოსვლის ფართომასშტაბიან შეფერხებას იწვევს.
დუბაის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად საჰაერო მიმოსვლა ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. დრონებით თავდასხმის შედეგად ორმა განას და ერთმა ბანგლადეშის მოქალაქემ მსუბუქი, ხოლო ინდოეთის ერთმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებამ მთელი მსოფლიოს ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმება, განრიგის და მარშრუტის შეცვლა გამოიწვია, რადგან ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეების უმეტესობა, მათ შორის კატარი, რაკეტებისა და დრონების გამო დახურული რჩება.