11 მარ 2026
ირანელი მომიტინგეები მტრებად ჩაითვლებიან, თუ ისინი თეირანის ქუჩებში გამოვლენ - განაცხადა ირანის პოლიციის უფროსმა მასობრივი ანტისამთავრობო აქციების განახლების საფრთხის ფონზე.
„თუ ვინმე მტრის სურვილების შესაბამისად გამოვა, ჩვენ მას აღარ აღვიქვამთ მხოლოდ მომიტინგედ, ჩვენ მას მტრად აღვიქვამთ“, - განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა აჰმად-რეზა რადანმა სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში. „და ჩვენ მათ ისე მოვექცევით, როგორც მტერს. ჩვენი ყველა ძალა მზადაა დაიცვას რევოლუცია“.
იანვარში ირანის მთავრობამ სასტიკად ჩაახშო ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გამო დაწყებული მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი. ირანის ხელისუფლება აღიარებს, რომ არეულობის დროს 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები და მომიტინგეები.