ევროკომისარი მარტა კორსი გრანტების შესახებ ახალ კანონს ეხმაურება

11 მარ 2026

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კორსი ტრიბუნიდან საქართველოში მიღებულ გრანტების შესახებ ახალ კანონს აკრიტიკებს. მისივე შეფასებით, ეს ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს. კორსის განცხადებას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი.

''ქართულ ოცნებაში'' კი მიაჩნიათ, რომ კორსი მართულია გაერთიანებული ძალების მიერ, რომელსაც უკავშირდება განცხადებები ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოში შავი ფულის შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც არჩილ გორდულაძის თქმით, სიძულვილის კამპანიებს, მოლოტოვის კოქტეილებს, სახელმწიფო და კერძო ქონებების დასაზიანებლად გამოიყენებოდა.