აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ დამნაღმელ გემებზე თავდასხმების ამსახველ  ვიდეოს აქვეყნებს

11 მარ 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ დამნაღმელ გემებზე თავდასხმების ამსახველ  ვიდეოს აქვეყნებს. აშშ-ის სამხედროებმა სამშაბათს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმელი გემი „გაანადგურეს“-ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

გემების განეიტრალება მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ირანის მიერ სრუტეში დამონტაჟებული ნებისმიერი ნაღმი დაუყოვნებლივ განადგურდებოდა.

მანამდე ტრამპმა  განაცხადა, რომ აშშ-მა „მთლიანად გაანადგურა“ 10 არააქტიური დამნაღმველი გემი და  თეირანს ნავთობის გადაზიდვის საკვანძო სრუტის დანაღმვის შემთხვევაში სამხედრო შედეგებით დაემუქრა.