11 მარ 2026
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ნავთობის რეზერვების ყველაზე დიდი მარაგის გამოყენების ინიციატივით გამოვიდა, რათა შეამციროს ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც ირანთან ომის გამო გაიზარდა - ინფორმაციას უოლ სთრით ჯორნალი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ამ ნავთობის მოცულობა აღემატება 182 მილიონ ბარელს, რომელიც სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბაზარზე გაიტანეს.
ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა ფაქტობრივად შეაჩერა მსოფლიოში ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვები.
მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა საუდის არაბეთის კომპანია არამკომ განაცხადა, რომ გადაზიდვების შეფერხების გაგრძელების შემთხვევაში მსოფლიოს ნავთობის ბაზრებს „კატასტროფული შედეგები“ ემუქრება.