ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ბეირუთის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე

11 მარ 2026

ლიბანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით,  ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ბეირუთის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე. ეს ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქში განხორციელებული მეორე დარტყმაა.

ისრაელის სამხედროების მხრიდან კომენტარი და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. 

ბეირუთში განხორციელებული წინა დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები იყვნენ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანსა და ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში ისრაელის იერიშების შედეგად 500 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.