11 მარ 2026
Bybit საქართველოში ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისისა (VASP) და საგადასახადო სერვისის პროვაიდერების (PSP) ლიცენზიების საფუძველზე იწყებს.
თბილისში ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია - საქართველოს ციფრული ფინანსური ეკოსისტემის მომავალზე.
Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ფლობს რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში.