ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11 მარ 2026

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის მიზანი დიალოგის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური პოლარიზაციის გამო და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ: გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. 

დელეგაციამ სინანული გამოთქვა მმართველი პარტიის წევრების მიერ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობების გამო, რაც, მათი აზრით, სავარაუდოდ გაამწვავებს განხეთქილებას და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის განცხადებით ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება, ქართველი ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა და ეს არც ეუთოს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის.