11 მარ 2026
სპორტულ კარატეში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა. ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ჩატარდა და აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 14 მედალი მოიპოვა.
ამათგან ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და თერთმეტი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ მარიამ მალანია და ანდრია ონიანი.
ბათუმელი სპორტსმენები უკვე დაბრუნდნენ ტურნირიდან და მომავალი შეჯიბრებებისთვის მზადება დაიწყეს.
აჭარის ნაკრები გორში საქართველოს ჩემპიონატზე აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდა.