გრიპის ვაქცინაცია იწყება

13 ოქტ 2025

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინა გადანაწილებულია აჭარის რეგიონის კლინიკებში, სადაც ამცრელი კაბინეტები ფუნქციონირებს და ასევე, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში - ამბულატორიებში.

აცრა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან. საოჯახო მედიცინის ცენტრში იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე გაეცნო და მოქალაქეებს დროული აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.